საზაფხულო სკოლები უმეტესად საგანმანათლებლო შინაარსს ატარებს. უმეტესად მოიცავს უცხო ენის კურსებს, კარიერულ და პროფესიულ ორიენტაციას, სამეწარმეო განათლებასა და ა.შ.
საზაფხულო სკოლები დატვირთულია მრავალფეროვანი განტვირთვის პროგრამებით: ექსკურსიები, გუნდური თამაშები, ეთნოგრაფიული და კულინარიული აქტივობები, სათავგადასავლო და წყლის პარკებში ვიზიტები, კარაოკე, გოლფი, ბარბექიუ და ა.შ.
საზაფხულო სკოლები ხშირად ასევე მოიცავს სპორტულ აქტივობებს.