fbpx

კვიპროსის საზაფხულო სკოლა

საზაფხულო სკოლა კვიპროსში

საზაფხულო სკოლა კვიპროსში 2025

საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი (IEI) აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროგრამისთვის: კვიპროსის საზაფხულო სკოლა 2025.

პროგრამა მოიცავს ინგლისური ენის 15-დღიან საზაფხულო ბანაკს. ბანაკი მოიცავს ინგლისური ენის სასწავლო პროგრამასა და მრავალფეროვან განტვირთვის აქტივობებს.

მიმდინარე რეგისტრაცია

მონაწილეები ეწვევიან კვიპროსსა და მის ტურისტულ ქალაქებს.

მოინახულებენ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს და გაივლიან ინგლისური ენის გაკვეთილებს.

ასაკისა და ენის ცოდნის მიხედვით განაწილდებიან ჯგუფებში.

გაკვეთილებს გაუძღვებიან კვალიფიციური მასწავლებლები.

ექსკურსიების ფარგლებში მოინახულებენ კვიპროსის ქალაქებს, სანაპიროებსა და ღირსშესანიშნაობებს: აია ნაპა, პაფოსი, ლიმასოლი, Nissi, Konnos Bay, Fig Tree.

ჩაერთვებიან მრავალ საინტერესო და სახალისო აქტივობაში: პიკნიკი, გოლფი, აკვაპარკი, კარაოკე.

სასწავლო პროგრამა მოიცავს:

  • ინგლისური ენის გაკვეთილებს
  • სასწავლო მასალებს
  • ენის დონის დასადგენ ტესტს
  • შესაბამის სერტიფიკატს

ღირებულება ასევე ფარავს:

  • საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
  • აეროპორტში დახვედრა-გაცილებას
  • ექსკურსიებს
  • ჯგუფის კვალიფიციური ხელმძღვანელის თანხლებას
  • გადაადგილებას კვიპროსში

განტვირთვის პროგრამა

  • ექსკურსიები: ლიმასოლი, პაფოსი, პარალიმნი, დერინეი, პროტარასი და აია ნაპა
  • ღირსშესანიშნაობები: Cape Greco, Sea Caves, Ayia Napa-ს მონასტერი, წმ. ელიას ეკლესია, სკულპტურების პარკი
  • სანაპიროები: Nissi, Konnos Bay, Yianna Marie, Sunrise, Fig Tree Bay, Kapparis
  • ვიზიტი აკვაპარკში
  • მინი გოლფი და პარკში გასეირნება
  • პიკნიკი/ბარბექიუ
  • ფილმების საღამო
  • დისკო/კარაოკე საღამო
  • ატრაქციონების პარკი

დეტალები

ასაკი: 12-18 წელი

თარიღი: 27 ივლ. – 10 აგვ.

ფასი: 1540 ევრო*

*ფასში არ შედის ავიაბილეთის ღირებულება

შერჩევის ეტაპები

  • სააპლიკაციო ფორმა
  • გასაუბრება
  • რეკომენდაციის გადამოწმება

მიმდინარე რეგისტრაცია

დამატებითი ინფორმაცია

სწავლა

მოსწავლეები გადანაწილდებიან მცირე ზომის ჯგუფებში (15-მდე) ასაკისა და ენის ცოდნის დონის მიხედვით.

გაკვეთილებს ატარებენ კვალიფიცირებული მასწავლებლები.

ინგლისური ენის გაკვეთილები ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით და ჯამში მოიცავს 15 საათს.

მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ იურთიერთონ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან და გაეცნონ უცხო ქვეყნის კულტურას.

განტვირთვა

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ესტუმრებიან კვიპროსის მნიშვნელოვან ქალაქებს, სანაპიროებსა და ღირსშესანიშნაობებს. 

განტვირთვის პროგრამა მოიცავს გუნდურ თამაშებს, ფილმის ჩვენებებს, წყლის აქტივობებს.

საღამოს პროგრამაშია კარაოკე, ბარბექიუ და სხვა მრავალი სასიამოვნო ღონისძიება.

განთავსება

მონაწილეები განთავსდებიან თანამედროვე და კომფორტულ საცხოვრებელში.

კამპუსზე ხელმისაწვდომია სპორტული სივრცეები და განტვირთვის საშუალებები.

ტრანსპორტირება

პროგრამის განმავლობაში მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია გადაადგილება ყველა ლოკაციაზე.

ასევე, უზრუნველყოფილია აეროპორტიდან ტრანსფერი ბანაკის ტერიტორიაზე და უკან.

უსაფრთხოება

საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად არის დაცული.

ჯგუფს თან ახლავს კოორდინატორი, რომელიც ზრუნავს მონაწილეთა უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე.

კოორდინატორი მუდმივად ხაზზეა და უზრუნველყოფს კომუნიკაციას მონაწილესა და ორგანიზაციას შორის.

დამატებითი ხარჯები

პროგრამის საფასური არ მოიცავს ავიაბილეთებს, ჯანმრთელობის დაზღვევასა და პირად ხარჯებს.

გალერეა