fbpx

სასწავლო ვიზიტი ევროკავშირში

Study Visit to EU & NATO March 2025

სასწავლო ვიზიტი ევროკავშირის ინსტიტუციებსა და ნატოს შტაბ-ბინაში

საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი (IEI), ევროპის რეგიონთა კომიტეტთან (CoR) თანამშრომლობით, აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროგრამაში: სასწავლო ვიზიტი ევროკავშირის ინსტიტუციებსა და ნატოს შტაბ-ბინაში.

პროგრამის მონაწილეები შეხვდებიან ევროპარლამენტის წევრებს, ევროატლანტიკური ინსტიტუციების წარმომადგენლებსა და სხვა ოფიციალურ პირებს. 

მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად მათთვის დაგეგმილ ლექცია-დისკუსიებში ევროკავშირის ინსტიტუციების, ევროკავშირის გაფართოებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის თემების შესახებ.

მონაწილეობას მიიღებენ ევრო პარლამენტის სხდომის სიმულაციაში.

კულტურული ტურის ფარგლებში მოინახულებენ ბრიუსელისა და ბრიუგეს მნიშვნელოვან მუზეუმებსა და ღირსშესანიშნაობებს.

სასწავლო ვიზიტით ვეწვევით:

  • ევროპარლამენტს (EP)
  • ევროპის კომისიას (EC)
  • ბელგიის ფედერალურ პარლამენტს
  • ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS)
  • ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი (EESC)
  • პარლამენტარიუმს
  • NATO-ს შტაბ-ბინას
  • სხვადასხვა სამოქალაქო და პოლიტიკურ ორგანიზაციებს
  • ბრიუგეს

პროგრამის ღირებულება მოიცავს:

  • სასტუმროში განთავსებას
  • ტრანსფერს აეროპორტიდან სასტუმრომდე და უკან
  • საუზმეს სასტუმროში
  • ქალაქში გადაადგილებას
  • კვალიფიციური ხელმძღვანელის თანხლებას
  • შეხვედრებში მონაწილეობასა და საჭირო რესურსებს
  • პროგრამისა და შეხვედრებისთვის საჭირო წინა მოსამზადებელ მუშაობას
  • პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელ ოფიციალურ სერტიფიკატს

დეტალები

ასაკი: 13-29 წელი*

თარიღი: 11-15 მაისი

ფასი: 1,250€*

*ფასში არ შედის ავიაბილეთის ღირებულება.

მონაწილეობისათვის აუცილებელია

  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ, B1 დონეზე)
  • საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები
  • სარეკომენდაციო წერილი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლისგან (მმართველი პირები, აკადემიური პერსონალი ან სტუდენტური მრჩეველი) ან განათლების სფეროში მომუშავე სხვა პირისაგან
  • სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

შერჩევის ეტაპები

  • სააპლიკაციო ფორმა
  • გასაუბრება
  • რეკომენდაციის გადამოწმება

რეგისტრაცია გაგრძელდება  28 მარტამდე.