fbpx

ბუდაპეშტის საზაფხულო სკოლა

Budapest Summer School

საზაფხულო სკოლა ბუდაპეშტში 2024

საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი (IEI) One World-თან თანამშრომლობით, აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროგრამისთვის: ბუდაპეშტის საზაფხულო სკოლა 2024.

საზაფხულო პროგრამა მოიცავს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სკოლის, Berlitz-ის ზოგადი ინგლისური ენის ინტენსიურ გაკვეთილებს STEM კომპონენტთან ერთად.

მონაწილეები ეწვევიან ევროპის ორ დედაქალაქს – ბუდაპეშტს და ვენას.

მოინახულებენ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს და გაივლიან ინგლისური ენის გაკვეთილებს.

გადანაწილდებიან მცირე ზომის ჯგუფებში ასაკისა და ენის ცოდნის მიხედვით. გაკვეთილებს ჩაატარებენ კვალიფიციური Native Speaker-ები.

ეწვევიან მუზეუმებს და სამეცნიერო ცენტრს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტში და დაესწრებიან შემეცნებით ლექციებს.

მოინახულებენ ორი ქალაქის ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო ღირსშესანიშნაობას.

სასწავლო პროგრამა მოიცავს:

  • ინგლისური ენის გაკვეთილებს და სასწავლო მასალებს ტექნოლოგიების მიმართულებით (English + STEM)
  • ლექციას თემაზე „სწავლა უნგრეთში – პროფესიის არჩევა და ჩარიცხვის პროცედურა“
  • სასწავლო მასალებს
  • დონის დასადგენ ტესტს
  • შესაბამის სერტიფიკატს

პროგრამის ღირებულება მოიცავს:

  • საცხოვრებელს სამჯერადი კვებით A&O Hotel Budapest
  • ვიზიტს ვენაში
  • აეროპორტში დახვედრა-გაცილებას
  • კომფორტული ავტობუსით მგზავრობა ბუდაპეშტი-ვენა-ბუდაპეშტი
  • ჯგუფის კვალიფიციური ხელმძღვანელის თანხლება
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას ბუდაპეშტში

კულტურული პროგრამა

  • ბუდაპეშტის ყველა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობის მონახულება გიდის თანხლებით:
    Buda Castle, Heroes Square, Vajdahunyad Castle, Basilica, the House of Parliament, Váci Fashion Street etc.
  • სახალისო თამაშები და აქტივობები გიდთან და კოორდინატორებთან ერთად
  • სამაგიდო თამაშების და კარაოკეს დღეები 
  • მდინარე დუნაის ტური 
  • მუზეუმებსა და საგამოფენო დარბაზებში ვიზიტი გიდის თანხლებით: Vigado Concert Hall, Museum of Ethnography 
  • ვიზიტი სამეცნიერო ცენტრში Csopa Science Center
  • კუნძულ მარგარეტის ტური: მინი ზოოპარკი, იაპონური ბაღი, ვარდების ბაღი და სხვა გასართობი აქტივობები.
  • “ბავშვთა რკინიგზით” მგზავრობა, ნორმაფას პარკში გასეირნება და ბუდაპეშტის უმაღლესი წერტილის, იანოშეგის მონახულება. (ეს არის უნიკალური მატარებელი, სადაც ყველა მომსახურე პერსონალი არის ბავშვი, მძღოლის გარდა)
  • ვენის 1-დღიანი ტური პროფესიონალი გიდის თანხლებით: Opera House, Museum Quarter, Hofburg Palace, Parliament, Town Hall, Schönbrunn Palace, Belvedere Palace

ბუდაპეშტი

ვენა

დეტალები

ასაკი: 12-18 წელი

თარიღი: 18-31 აგვისტო

ფასი: 1550 ევრო*

*ფასში არ შედის ავიაბილეთის ღირებულება

რეგისტრაცია დასრულდა.

დამატებითი ინფორმაცია

ბერლიცის სკოლა

საზაფხულო პროგრამა მოიცავს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სკოლის, Berlitz-ის ზოგადი ინგლისური ენის ინტენსიურ გაკვეთილებს STEM კომპონენტთან ერთად.

1878 წელს დაფუძნებული ბერლიცის სკოლას აქვს 550 ფილიალი მსოფლიოს 70 ქვეყანაში.

ბერლიცის მეთოდი  დაფუძნებულია ენის აღქმის ფენომენზე, როდესაც უცხო გარემოში მოხვედრისას ადამიანს შეუძლია მოკლე დროში ისწავლოს აზრების სწორად და გრამატიკულად სწორად გამოხატვა.

სწავლა

მცირე ზომის ჯგუფებში (4-6 ბავშვი) გადანაწილება ხდება ასაკისა და ენის ცოდნის დონის მიხედვით.

გაკვეთილებს ატარებენ კვალიფიცირებული უცხოელი (Native Speaker) მასწავლებლები.

ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ იურთიერთონ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან და ეზიარონ უცხო ქვეყნის კულტურას.

უსაფრთხოება

საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია.

ტურისტული და გასართობი პროგრამა შექმნილია სპეციალურად ჯგუფისთვის პროფესიონალი გიდის და კოორდინატორის მეთვალყურეობით.

კოორდინატორის მეთვალყურეობის გარეშე მონაწილეებს ეკრძალებათ სასტუმროს და სკოლის დატოვება, ასევე ტურის და ტრანსპორტირების დროს ინდივიდუალური გადაადგილება.