fbpx

პრაღის ზამთრის სკოლა

პრაღის ზამთრის სკოლა

ზამთრის სკოლა პრაღაში 2025

საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი (IEI) აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროგრამისთვის: პრაღის ზამთრის სკოლა 2025.

პროგრამა მოიცავს ინგლისური ენის 10-დღიან ზამთრის ბანაკს. ბანაკი იდეალური კომბინაციაა ინტენსიური სასწავლო პროგრამისა და სასიამოვნო განტვირთვის.

რეგისტრაცია გრძელდება 22 დეკემბრამდე

მონაწილეები ეწვევიან ევროპის სამ ქალაქს – პრაღას, ვენსა და დრეზდენს.

მოინახულებენ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს და გაივლიან ინგლისური ენის გაკვეთილებს.

გადანაწილდებიან მცირე ზომის ჯგუფებში ასაკისა და ენის ცოდნის დონის მიხედვით. გაკვეთილებს ჩაატარებენ კვალიფიციური Native Speaker-ები.

ჩაერთვებიან ექსკურსიებში, სხვადასხვა მასტერკლასებსა და სპორტულ ღონისძიებებში. მოინახულებენ ზოოპარკს, აკვაპარკს, მუზეუმებსა და სხვა ღირსშესანიშნაობებს.

ეწვევიან უნივერსიტეტებს და გაეცნობიან მათ  სასწავლო პროგრამებს.

სასწავლო პროგრამა მოიცავს:

  • ინგლისური ენის გაკვეთილებს
  • შეხვედრებს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან
  • სასწავლო მასალებს
  • ენის დონის დასადგენ ტესტს
  • შესაბამის სერტიფიკატს

პროგრამის ღირებულება მოიცავს:

  • საცხოვრებელს ორჯერადი კვებით
  • აეროპორტში დახვედრა-გაცილებას
  • ვიზიტს ვენასა და დრეზდენში
  • ექსკურსიებს ჩეხეთში
  • ჯგუფის კვალიფიციური ხელმძღვანელის თანხლებას
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას ჩეხეთში
  • ადგილობრივ SIM ბარათს

განტვირთვის პროგრამა

  • პრაღის ყველა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობის მონახულება
  • სახალისო თამაშები და აქტივობები
  • სპორტული ღონისძიებები
  • Quest თამაშობა
  • ზოოპარკის მონახულება
  • ვიზიტი აკვაპარკში
  • შოპინგი
  • ტური დრეზდენში
  • ტური ვენაში

დეტალები

ასაკი: 13-17 წელი

თარიღი: 2-11 იანვარი

ფასი: 1580 ევრო*

*ფასში არ შედის ავიაბილეთის ღირებულება

შერჩევის ეტაპები

  • სააპლიკაციო ფორმა
  • გასაუბრება
  • რეკომენდაციის გადამოწმება

რეგისტრაცია გრძელდება 22 დეკემბრამდე

დამატებითი ინფორმაცია

სწავლა

მცირე ზომის ჯგუფებში (15-მდე) გადანაწილება ხდება ასაკისა და ენის ცოდნის დონის მიხედვით.

გაკვეთილებს ატარებენ კვალიფიცირებული უცხოელი (Native Speaker) მასწავლებლები.

მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ იურთიერთონ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან და გაეცნონ უცხო ქვეყნის კულტურას.

განთავსება

მონაწილეები განთავსდებიან თანამედროვე და კომფორტულ საცხოვრებელში ხელსაყრელ ლოკაციაზე, ორადგილიან ნომრებში.

საცხოვრებელში არის უფასო Wi-Fi და შესაძლებელია სამრეცხაოთი სარგებლობა. (ერთი რეცხვა – €2)

უფასოდ და ულიმიტოდ ხელმისაწვდომია სპორტული სივრცეები.

ტრანსპორტირება

პროგრამის განმავლობაში მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო გადაადგილება როგორც პრაღაში, ისე ვენასა დრეზდენში.

ასევე, უზრუნველყოფილია აეროპორტიდან ტრანსფერი ბანაკის ტერიტორიაზე და უკან.

უსაფრთხოება

საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად არის დაცული.

ჯგუფს თან ახლავს კოორდინატორი, რომელიც ზრუნავს მონაწილეთა უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე.

კოორდინატორი მუდმივად ხაზზეა და უზრუნველყოფს კომუნიკაციას მონაწილესა და ორგანიზაციას შორის.

დამატებითი ხარჯები

პროგრამის საფასური არ მოიცავს ავიაბილეთებს, ჯანმრთელობის დაზღვევასა და პირად ხარჯებს.

დამატებითი გადასახადი:

დრეზდენის გალერეა – 10€

სამრეცხაო – 2€

ლანჩი – 7-10€