დიპლომატიური სასწავლო ვიზიტი სტრასბურგში (საფრანგეთი)
საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი (IEI) აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროგრამაში: დიპლომატიურისასწავლო ვიზიტი სტრასბურგში.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ორ ევროპულ ქალაქს – სტრასბურგსა 🇫🇷 და ბაზელს 🇨🇭 ეწვევიან.
პროგრამის მონაწილეები შეხვდებიან ევროპული ინსტიტუციების წარმომადგენლებსა და სხვა ოფიციალურ პირებს.
მონაწილეობას მიიღებენ ლექცია-დისკუსიებში ევროკავშირის ინსტიტუციების, ევროკავშირის გაფართოებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის თემების შესახებ.
მონაწილეობას მიიღებენ ევრო პარლამენტის სხდომის სიმულაციაში.
კულტურული ტურის ფარგლებში მოინახულებენ სტრასბურგის, ბაზელის (შვეიცარიის) ღირსშესანიშნაობებს.
ვიზიტის ფარგლებში ვეწვევით:
ევროპარლამენტი
ევროსაბჭო
პარლამენტარიუმი
საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოში
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო
ევროპული ომბუდსმენის ოფისი
სტრასბურგის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი (IeP)
პროგრამის ღირებულება მოიცავს:
განთავსებას სასტუმროში (საუზმით)
ტრანსფერს აეროპორტიდან სასტუმრომდე და უკან
ქალაქში გადაადგილებას
კვალიფიციური ხელმძღვანელის თანხლებას
შეხვედრებში მონაწილეობასა და საჭირო რესურსებს
ლექციებსა და წინამოსამზადებელ შეხვედრებს საქართველოში
პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს
კულტურული პროგრამა
ვიზიტი ბაზელში 🇨🇭
სტრასბურგის კათედრალი
ასტრონომიული საათი
ორანჟერეა პარკი
ცენტრალური მოედანი
მთავარი მუზეუმები და ტაძრები
დეტალები
ასაკი: 13-29 წელი
თარიღი: 23-27 ივნისი
ფასი: 1,280€*
*ფასში არ შედის ავიაბილეთის ღირებულება.
მონაწილეობისათვის აუცილებელია
ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ, B1 დონეზე)
საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები
სარეკომენდაციო წერილი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლისგან (მმართველი პირები, აკადემიური პერსონალი ან სტუდენტური მრჩეველი) ან განათლების სფეროში მომუშავე სხვა პირისაგან
სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად