fbpx

პრაღის საზაფხულო სკოლა

პრაღის საზაფხულო სკოლა 2025

საზაფხულო სკოლა პრაღაში 2025

საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი (IEI) აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროგრამისთვის: პრაღის საზაფხულო სკოლა 2025.

პროგრამა მოიცავს ინგლისური ენის 15-დღიან საზაფხულო ბანაკს. ბანაკი იდეალური კომბინაციაა ინტენსიური სასწავლო პროგრამისა და სასიამოვნო განტვირთვის.

მიმდინარე რეგისტრაცია

მონაწილეები ეწვევიან ევროპის ორ ქალაქს – პრაღასა და დრეზდენს.

მოინახულებენ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს და გაივლიან ინგლისური ენის გაკვეთილებს.

გადანაწილდებიან მცირე ზომის ჯგუფებში ასაკისა და ენის ცოდნის მიხედვით. გაკვეთილებს ჩაატარებენ კვალიფიციური Native Speaker-ები.

ჩაერთვებიან ექსკურსიებში, სხვადასხვა მასტერკლასებსა და სპორტულ ღონისძიებებში. მოინახულებენ ზოოპარკს, აკვაპარკს, მუზეუმებსა და სხვა ღირსშესანიშნაობებს.

ეწვევიან ცნობილ უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო კომპანიებს. (Google, Coca-Cola, ŠKODA)

სასწავლო პროგრამა მოიცავს:

  • ინგლისური ენის გაკვეთილებს
  • სასწავლო ვიზიტებს საერთაშორისო კომპანიებში
  • სასწავლო ვიზიტებს უნივერსიტეტებში და შეხვედრებს სტუდენტებთან
  • პროფორიენტაციის ტესტს
  • სასწავლო მასალებს
  • ენის დონის დასადგენ ტესტს
  • შესაბამის სერტიფიკატს

პროგრამის ღირებულება მოიცავს:

  • საცხოვრებელს ორჯერადი კვებით
  • აეროპორტში დახვედრა-გაცილებას
  • ვიზიტს დრეზდენში 🇩🇪
  • ექსკურსიებს ჩეხეთში
  • ჯგუფის კვალიფიციური ხელმძღვანელის თანხლებას
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას ჩეხეთში
  • საცხოვრებლის სპორტულ ინფრასტრუქტურას
  • ადგილობრივ SIM ბარათს

განტვირთვის პროგრამა

  • პრაღის ყველა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობის მონახულება
  • სახალისო თამაშები და აქტივობები
  • სპორტული ღონისძიებები
  • პიკნიკი/BBQ ღია ცის ქვეშ
  • Quest თამაშობა ვიშეგრადში
  • ზოოპარკის მონახულება
  • ვიზიტი აკვაპარკში
  • ტური დრეზდენში

სასწავლო ვიზიტები

დეტალები

ასაკი: 12-21 წელი

თარიღი: 1-15 ივლისი

ფასი: 1630 ევრო*

*ფასში არ შედის ავიაბილეთის ღირებულება

შერჩევის ეტაპები

  • სააპლიკაციო ფორმა
  • გასაუბრება
  • რეკომენდაციის გადამოწმება

მიმდინარე რეგისტრაცია

დამატებითი ინფორმაცია

სწავლა

მცირე ზომის ჯგუფებში (15-მდე) გადანაწილება ხდება ასაკისა და ენის ცოდნის დონის მიხედვით.

გაკვეთილებს ატარებენ კვალიფიცირებული უცხოელი (Native Speaker) მასწავლებლები.

მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ იურთიერთონ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან და გაეცნონ უცხო ქვეყნის კულტურას.

ვიზიტები

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეწვევიან ცნობილ საერთაშორისო კომპანიებს: Coca-Cola, Google, Skoda და ახლოდან ნახავენ მათ საწარმოო პროცესს.

ვიზიტები განხორციელდება ჩეხეთის მთავარ უნივერსიტეტებში: ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (ČVUT), პრაღის ქიმიისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (VŠCHT), კარლის უნივერსიტეტი (CU), პრაღის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი (VŠE). 

განთავსება

მონაწილეები განთავსდებიან თანამედროვე და კომფორტულ საცხოვრებელში ხელსაყრელ ლოკაციაზე, ორადგილიან ნომრებში.

საცხოვრებელში არის უფასო Wi-Fi და შესაძლებელია სამრეცხაოთი სარგებლობა. (ერთი რეცხვა – €2)

უფასოდ და ულიმიტოდ ხელმისაწვდომია სპორტული სივრცეები.

ტრანსპორტირება

პროგრამის განმავლობაში მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო გადაადგილება როგორც პრაღაში, ისე დრეზდენში.

ასევე, უზრუნველყოფილია აეროპორტიდან ტრანსფერი ბანაკის ტერიტორიაზე და უკან.

უსაფრთხოება

საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად არის დაცული.

ჯგუფს თან ახლავს კოორდინატორი, რომელიც ზრუნავს მონაწილეთა უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე.

კოორდინატორი მუდმივად ხაზზეა და უზრუნველყოფს კომუნიკაციას მონაწილესა და ორგანიზაციას შორის.

დამატებითი ხარჯები

პროგრამის საფასური არ მოიცავს ავიაბილეთებს, ჯანმრთელობის დაზღვევასა და პირად ხარჯებს.

დამატებითი გადასახადი:

დრეზდენის გალერეა – 10€

სამრეცხაო – 2€

ლანჩი – 7-10€