პროექტის დიპლომატიური ნაწილის დასასრულს, ევროპარლამენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბატონმა ივან ბოტუშაროვმა (EPP) მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
ეს არ არის ერთი უბრალო დოკუმენტი, რომელიც პროექტში მონაწილეობას ადასტურებს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ყვება ნიჭზე, შრომასა და მონდომებაზე. იმაზე, რისი წყალობითაც, გავა დრო და ევროპარლამენტსა თუ სხვა ევროპულ ინსტიტუციებში ხუთჯვრიანი დროშა იფრიალებს.
ეს იყო დაუვიწყარი მოგზაურობა, რომელიც აქ მხოლოდ დაიწყო. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის!
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.