ბელგიური მოგზაურობის მეორე დღეს საზღვრები კიდევ უფრო გავაფართოვეთ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინას ვეწვიეთ.
NATO სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანი ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
NATO-ს შტაბ-ბინაში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და საქართველოს ელჩმა ნატოში, ბატონმა ვიქტორ დოლიძემ გვიმასპინძლეს. ბატონ ვიქტორთან ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ვისაუბრეთ, განვიხილეთ საქართველოს ალიანსში გაწევრების პერსპექტივები და ოპტიმისტური განწყობებიც გავცვალეთ.
NATO-ს სტრატკომის წარმომადგენლებთან ორგანიზაციის მისიაზე, სამოქმედო გეგმებსა და მუშაობის სპეციფიკაზე ვისაუბრეთ. ჩვენ მიერ დასმული კითხვებით ბევრ ისეთ საკითხს ჩავუღრმავდით, რაზეც აქამდე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა და გარე დაკვირვების საშუალება გვქონდა.
“ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის” – ამ დევიზით გაერთიანებული ქვეყნები ერთმანეთს აძლიერებენ და ავითარებენ.
იმედია, ერთ დღესაც, საქართველო ამ ძლიერი და დაცული ერთობის ღირსეული წევრი გახდება!
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.
თუ გსურს შემდეგი ნაკადის მონაწილე შენც იყო, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა.