fbpx

სასწავლო ვიზიტი ევროპარლამენტში

European Parliament 10
ევროპული მოგზაურობის მეოთხე დღეს ევროკავშირის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს, ევროპარლამენტს ვესტუმრეთ.

ევროპარლამენტი ევროკავშირის 7 მთავარი ინსტიტუტიდან ერთ-ერთია. იგი სიდიდით მეორე დემოკრატიული წარმომადგენლობითი ორგანოა მსოფლიოში: 400 მილიონამდე ადამიანის მიერ არჩეული 705 წევრით.

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ხმა ევროპარლამენტში მოსახლეობის პროპორციულად იყრის თავს. მაგალითად, კვიპროსს, მალტასა და ლუქსემბურგს 6-6, ხოლო გერმანიას 96 არჩეული წევრი წარმოადგენს.

ევროპარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებს შევხვდით, რომლებთანაც ევროკავშირის მწვანე პოლიტიკაზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ის ნაბიჯები, რასაც წევრი სახელმწიფოები ეკოლოგიის დასაცავად და კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად დგამენ.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

თუ გსურს შემდეგი ნაკადის მონაწილე შენც იყო, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა.

About Author


International Education Institute