სასწავლო ვიზიტის პირველ დღეს ევროკომისიას ვეწვიეთ.
ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურაა, რომელიც პასუხისმგებელია კავშირის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე.
ვიზიტორთა ცენტრში შეგიძლია გაიგო ყველაფერი ამ სტრუქტურის შესახებ. რა არის მისი მიზანი, ვინ არიან წევრები და ხელმძღვანელი პირები, როგორ მუშაობს, რას საქმიანობს და ა.შ.
ეს ყველაფერი ორიგინალურად, ვიზიტორის მიერ მართვადი ტექნოლოგიების, ინტერაქციული გიდების საშუალებითაა წარმოდგენილი. თუმცა, თუ გზად საკითხავი ბიბლიოთეკის გამდიდრება გსურს, შეგიძლია, შინ საინტერესო ბეჭდური მასალით ხელდამშვენებული დაბრუნდე.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.
თუ გსურს შემდეგი ნაკადის მონაწილე შენც იყო, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა.